საზოგაოებას არ აქვს გაცნობიერებული ის საფრთხე თუ რა ელოდება ნამოხვან ჰესის მშენებლობით – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს ეთერში პარტია თავისუფალი” საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კნდიდატმა რაჭა-ლეჩხუმ სვანეთში პაატა მაცაბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით სეისმურად აქტიურ ზონაში ვერასდროს ვერავინ იტყვის რომ კაშხალი არ დაინგრევა.
“ჩვენ ვცხოვრობთ სეისმურად აქტიურ ზონაში და ვერავინ ვერასდროს ვერ გვეტყვის იმას რომ ჩვენთან მიწისძვრა არ მოხდება და თუ მიწისძვრა მოხდება ვერც ვერავინ ვერ გვეტყვის რომ 105 მეტრიანი კაშხალი არ დაინგრევა.” – განაცხადა პაატა მაცაბერიძემ.