დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო კვირის შეჯამებით, 100 000 მოსახლეზე გრიპის ახალი შემთხვევების მცირე მატება ფიქსირდება.
„წინა ორშაბათს იყო 141 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე, ახლა გვაქვს 145 შემთხვევა. ასევე 2%-იანი მატებაა მძიმე რესპირატორული ინფექციების წილის ზოგადი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელში. ესეც საყურადღებოა, იმიტომ, რომ ხაზს ვუსვამ სეზონია, მარტია, წინ კიდევ გვაქვს მთელი თვე, ამიტომ ასეთი მცირე ფლუქტუაციები დასაშვებია.
წინა კვირის მონაცემებით ჩანს, რომ საგრძნობლად მოიმატა და B-ს გადააჭარბა, A ტიპის H3-მა ქვეშტამმა“, – აღნიშნა გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.