აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინას სამხედრო დახმარების სახით დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინისათვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი საარტილერიო საბრძოლო მასალებს მოიცავს.