საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ დღეს პარლამენტში 100-მდე ჟურნალისტზეა საშვი დაშვებული, ზუსტად იმ სიით, რომელიც წარმოდგენილი იყო მედიასაშუალებების მხრიდან,
„დღეს მოვისმინე განცხადებები, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და სპეკულაციას წარმოადგენს, რომ თითქოს ჟურნალისტებს პარლამენტში შემოსვლა ეკრძალებათ. დღევანდელ სხდომაზე 100-მდე ჟურნალისტზეა საშვი დაშვებული ზუსტად იმ სიით და იმ მოთხოვნით, რომელიც წარმოდგენილი იყო მედიასაშუალებების მხრიდან”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ჟურნალისტები და მედიამენეჯერები არ შეუშვეს, მათ შორის ვახო სანაიაც, რომელმაც პოლიციას პარლამენტის საშვი აჩვენა, თუმცა პოლიციამ ის მაინც არ შეუშვა