10 000 ლარი კედლებზე, დასაბინძურებლად და 0 ლარი პრობლემის მოგვარებაზე – ასე ეხმაურება პარტია ,,ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში იოსებ კენჭაზე ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის კედელზე საარჩევნო პლაკატების გაკვრას.
ქუთაისში, მანდარიას ქუჩაზე, რომელიც ბალახვნიდან რკინიგზის სადგურზე ადის, ბეტონის კედელსა და განათების მოძებზე პარტიების “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” და “ევროპული საქართველო” საარჩევნო პლაკატებია გაკრული.
“დახარჯო 10 ათასობით ლარი, რომ შენი ქალაქი დააბინძურო ესაა დიდი ტრაგედია. ასე ასწავლით თქვენ ახალგაზრდებს ქალაქის სიყვარულს?! ამ ისედაც მოუწესრიგებელ ქუჩას საშინლად ექცევიან.” – ამბობს იოსებ კენჭაძე ვიდეო მიმართვაში.
ის ასევე აღნიშნავს:
“თუ ჩვენ ეს ქალაქი გვიყვარს, თუ ჩვენ საზოგადოებას პატივს ვცემთ ასეთი რაღაცები აღარ უნდა გავაკეთოთ.”
https://www.facebook.com/kenchadzeioseb/videos/331901271262497/?v=331901271262497