ბათუმში 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა. დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
ბავშვმა გადაგდებული მაშხალა იპოვა და ანთების დროს აუფეთქდა ხელში.
აფეთქების შედეგად ბავშვმა მძიმე დაზიანებები მიიღო სახის არეში, ერთი თვალი დაკარგა, მოხერხდება თუ არა მეორე თვალის გადარჩენა, ჯერჯერობით უცნობია.
დაშავებულ ბავშვს კიდევ ერთ ოპერაციას გაუკეთებენ.