1 ოქტომბრიდან ქუთაისის აეროპორტი იხსნება – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით კვირაში ერთელ რეისი რიგის მიმართულებით შესრულდება.
“მოგეხსენებათ რომ პირდაპირი ფრენები თბილისიდან გახსნილია საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის, ასევე ჩვენი გადამზიდავისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ ქუთაისიდან პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით. ეს იქნება ვიზეარი. ეს არ იქნება ჯერ თამამი გადაწყვეტილება, ეს იქნება მხოლოდ კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისათვის რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად. ეს რა თქა უნდა კეთდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში და უპირობოთ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავიაკომპანია “ვიზეარმა” ქუთაისის აეროპორტიდან ყველა ფრენა მიმდინარე წლის 18 მარტს შეაჩერა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ჩარტერული რეისები ვერ შეცვლის ტურისტულ გეოგრაფიასა და ეკონომიკას – ლაშა ბერეკაშვილი