ლაგოდეხი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს “ოპელისა” და მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე მამაკაცი გარდაიცვალა. ხოლო, 4 ადამიანი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

