ინდოეთის დედაქალაქში, დელიში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქების სიაშია, ვითარების კიდევ უფრო დამძიმების გამო, სკოლები ერთი კვირით დაიხურა. 7 დღის განმავლობაში, მოსწავლეები დისტანციური რეჟიმით ისწავლიან. რამდენიმე დღის წინ, ინდოეთის დედაქალაქში სინათლის ფესტივალის (დივალი) ფოიერვერკებით აღნიშნეს, რასაც ჰაერის ხარისხი საგანგაშოდ გაუარესება მოჰყვა.
საქართველოსთან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, დღეს თბილისის დროით 16:20-ზე მოხდა 4.2(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა რუსეთში, ინგუშეთში,...