ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. როგორც აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, პოლიციამ მოქალაქეები უმიზეზოდ დააკავა.
აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვენ.
პარალელურად აქცია იმართება სუს-თანაც, სადაც10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის პოლიტიკოსებიც.
პოლიციელების ინფორმაციით, შეკრებილები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, ვინაიდან იკრძალება სახელმწიფო შენობების ბლოკირება. თუმცა, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ პიკეტირება არ უცდიათ.
ცნობისთვის, ქალაქის იუსტიციის სამინისტროსთან, სუს-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს. აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან მათი თქმით, სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელის დავალებით ხდება მოქალაქეების უკანონო მიყურადება.