ხონის მუნიციპალიტეტმა სოფელ კინჩხაფერდიდან ასხის მთაზე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა (NAT240012046). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3`283`575 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით 2024 წელს ობიექტებზე უნდა შესრულდეს არანაკლებ 1 000 000.00 ლარის სამუშაო, ხოლო დარჩენილი სამუშაოები 2025 წელს.
სამუშაოების შესრულების სრული ვადაა 210 კალენდარული დღე, აქედან: 2024 წელს ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 90 კალენდარული დღე, ხოლო დარჩენილი სამუშაოები 2025 წელს სათანადო მეტეოროლოგიური პირობების დადგომიდან, მაგრამ არაუგვიანეს პირველი მარტიდან 120 კალენდარული დღე.
ტენდერი 19 ივნისს გამოცხადდა და წინადადებეის მიღება 10 ივლისს დასრულდება.