22 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში 14:00 საათზე საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. ქუთაისის “ქუთაისი” “წალენჯიხას ” დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ პირველ შეხვედრაში ქუთაისმა “წალენჯიხა 1-3 დაამარცხა და განმეორებით მატჩის გამარჯვების შემთხვევაში ფინალის საგზურს მოვიპოვებენ. ფინალში კი გორსა და თსუ-ს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.