წყალტუბოში ახალგაზრდა ბიჭის თვითმკვლელობის ფაქტზე ექსპერტიზა დაინიშნა

წყალტუბოში მე-9 სართულიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოხტა –  ინფორმაციას შსს-მა ადასტურებს. შემთხვევა სანატორიუმ “სამგურალის” ტერიტორიაზე მოხდა. როგორც შსს აცხადებენ დანიშნულია ექსპერტიზა, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სოციალურ ქსელში ბიჭის თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზად თამაშს “ლურჯი ვეშაპი”  ასახელებენ. გავრცელებული ინფორმაციით წყალტუბოში გარდაცვლილი ბიჭი ქუთაისელია.