გაეროს მონაცემების მიხედვით იემენში წყალდიდობას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 37, 3 კი დაკარგულად ითვლება.
არსებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმა იემენის დასავლეთის უმეტეს ნაწილში გაგრძელდა.
ძლიერმა წვიმამ გამოიწვია დამანგრეველი შედეგები, განსაკუთრებით სოფელ ალ-აშაში, იარიმის რაიონში, იბის პროვინციაში.
ცნობისთვის, იემენს არ გააჩნია სათანადო ინფრასტრუქტურა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო, რამაც შეამცირა იემენელებისთვის მიწოდებული სასიცოცხლო სერვისები.