აჭარის ტელეევიზიის ეთერში ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ შეკითხვებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პასუხობდა.
ჟურნალისტის კითხვას, შეესაბამებოდა სიმართლეს თუ არა სილამაზის სალონებში სტილისტის 2-მეტრიანი დისტანციით მუშაობას, პაატა იმნაძემ ასე უპასუხა:
„წარმოგიდგენიათ თქვენ 2 მეტრის მანძილიდან რომ თმები შეგჭრათ დაგრძელებული მაკრატლით?!“
მისივე განმარტებით, რეგულაციების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის გამოქვეყნებული ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაცნობა.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" სილამაზის სალონებსა და სხვა ობიექტების სტანდარტებზე ისაუბრა, რომლებმაც მალე უნდა დაიწყონ მუშაობა.
Gepostet von აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი am Montag, 11. Mai 2020