წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დააანონსა.
მერის ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვისთვის პირველკლასელის მშობელმა უნდა წარმოადგინოს განცხადება, ბავშვის დაბადების მოწმობა და ცნობა სკოლიდან. პროგრამა შემდეგნაირად იმოქმედებს – მოზარდებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები, რომლის გამოყენებას შეძლებენ კვების ობიექტებსა და მარკეტებში პროდუქტის შესაძენად.
დღიური თანხა საშუალოდ 4 ლარს შეადგენს. ბარათზე მოქმედებს შეზღუდვები – შეუძლებელ იქნება მისი განაღდება ან ონლაინ გამოყენება.
პროგრამა წალენჯიხაში 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება.