აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო 27 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ NBC იტყობინება.
ქარბუქით გამოწვეული სხვადასხვა შემთხვევის გამო გარდაცვლილები არიან ვისკონსინის, კანზასის, კენტუკის, კოლორადოს, მისურის, მიჩიგანის, ნებრასკას, ნიუ-იორკის, ოჰაიოს, ოკლაჰომასა და ტენესის შტატებში.
ოჰაიოს შტატში დათოვლილ გზაზე ერთმანეთს 50-მდე ავტომობილი შეეჯახა, გარდაიცვალა 4 ადამიანია.
ძლიერმა ზამთრის შტორმა აშშ-ის ტერიტორიის დიდი ნაწილი მოიცვა, სადაც დაახლოებით 250 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში ნახევარი მილიონი ადამიანი ელექტროენერეგიის გარეშეა დარჩენილი. გაუქმდა ასობით რეისი. ანალოგიური მდგომარეობაა კანადაშიც. ონტარიოსა და კვებეკში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.