Site icon megatv.ge

ძალიან საპასუხისმგებლოა ეს პოსტი-ქუთაისის მერის ახლად დანიშნული მოადგილე თამარ დახუნდარიძე

ქუთაისის მერის ახალი   მოადგილე თამარ დახუნდარიძე სოციალურ, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებებს გაუწევს კურატორობას.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა იმუშავებს ტურიზმის მიმართულებიტაც, თუმცა დახუნდარიძეს კონკრეტულ გეგმებზე საუბარი უჭირს.

„რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლოა ეს პოსტი, რადგან ჯანდაცვის და სოციალური საკითხები არის ძალიან სენსიტიური. ჩვენი მუნიციპალიტეტი არაერთ პროგრამას ახორციელებს ამ მიმართულებით. 33 სოციალური პროგრამა გვაქვს. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ მოქალაქემდე მივიტანოთ ეს, გავხადოთ უფრო ეფექტური და მეტი ადამიანის დახმარება შევძლოთ.

აქტიურად ვიქნები ჩართული გენდერისა და ტურიზმის მიმართულებითაც. ვმუშაობთ ერთობლივად, გვინდა, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და ქალაქი მეტად გამოვაცოცხლოთ“, – ამბობს მერის ახალი მოადგილე.

თამარ დახუნდარიძე ქალაქის მერის  მოადგილედ ერთი კვირის წინ დაინიშნა. მან  ამ პოსტზე ირაკლი ქარქაშაძე  ჩანააცვალა.

Exit mobile version