ამაზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებ. ამ შემთხვევაში, თავს შევიკავებ. [სალომე ზურაბიშვილმა რა კრიტიკული განცხადებებიც დღეს ხელისუფლების მიმართ გააკეთა], რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და არასწორია. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ვფიქრობთ, ეს ჩვენი სწორი არჩევანია, ვთქვათ, ამა თუ იმ მიმართულებით, რაც ქალბატონმა სალომემ ჩამოთვალა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ფიქრობს.
ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ გატაცებული მოქალაქეები თავისუფლები არიან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ გატაცებული მოქალაქეები- თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი თავისუფლები არიან: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ...