გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისთვის და თანადგომისთვის.
დეპრესია და შფოთვები ვერაგია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. დანებება გამოსავალი არ არის – უხეში წერტილია სიცოცხლის, ამ უცნაური და ზოგჯერ დამაბნეველი წინადადების. ბრძოლას დრო სჭირდება და მე ვიწყებ. უსათუოდ დაგიბრუნდებით.
სამწუხაროდ პირად გზავნილებზე ვერ გიპასუხებთ, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. – წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე.