“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში იძულებითი შესახლების კადრებს.
“ექს-პრეზიდენტზე ძალადობის ამ ბარბაროსულმა კადრებმა ისეთი ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას მთელს მსოფლიოში, რასაც მტრის მიერ მთელი ქვეყნის ოკუპაციაც კი ვერ გამოიწვევდა”, – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებითი შესახლების ამსახველი კადრები გაავრცელა.