საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ქუთაისი” წევრმა ირაკლი გვეტაძემ გადაცემა “შუადღე ქუთაისში” კლუბის აწ უკვე ჩატარებულ შეხვედრებზე და წაგების მიზეზებზე ისაუბრა:
“პირველი ტურისთვის მოსამზადებელი პერიოდი ვერ გავიარეთ. ეს ორი ტურიც ამის ბრალია რომ დავმარცხდით და ვერ ვითამაშეთ კარგად, შეთამაშებაც გვაკლია. 5 ბიჭი დავიმატეთ, “მართვეს” ფეხბურთელები -გავძლიერდით, უბრალოდ ფუტსალის სტრატეგია და თამაში განსხვავებულია და იქ სხვა გეგმები გაქვს. ძაან რთულია დიდი ფეხბურთიდან ფუტსალზე გადაწყობა, იქ არის უფრო მეტად სისწრაფეზე დატვირთვა, სწრაფი მოძრაობა და დადგმული შეტევები , დიდ ფეხბურთში კი ინდივიდუალური ოსტატობით შეუძლია ფეხბურთელს დიდი შედეგი დადოს, იმიტომ რომ იქ სივრცე უფრო დიდია და აქ მოკლე სივრცეა. მე ფუტსალი მომწონს ახლა და შეიძლება დიდ ფეხბურთზე უარი ვთქვა.”