ჯვარი – მესტიის ცენტრალურ გზაზე კლდის ნაწილი ჩამოინგრა – ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი” ავრცელებს.
კლდიდან ჩამოცვენილმა ქვებმა გზა ჩახერგა. დაახლოებით, საათ-ნახევარია ავტოტრანსპორტი ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილებას ვერ ახერხებს.
გზის გასაწმენდად სპეციალური ტექნიკაა საჭირო, რათა გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდეს და მიმოსვლა აღდგეს.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია მობილიზებული.
Primetime.ge