Site icon megatv.ge

ცდილობენ, რომ იზოლაცია მოხდეს საქართველოსი საერთაშორისო საზოგადოებიდან-მდინარაძე

„არსებობს მათი 3-4 ტელევიზია, მედია საშუალება და მიუხედავად იმისა, რომ მთელი საინფორმაციო ველი ობიექტური მედია საშუალებებისა მოვლილი აქვს ამ ამბავს, რომელიმეს ერთი სიტყვა თუ დაცდა ამასთან დაკავშირებით? აწი რას იზამენ ჩემი სიტყვების შემდეგ არ ვიცი, მაგრამ ნახეთ ახლა რომელიმეს, ჩამოვთვლი თუ გნებავთ: „მთავარს“, „ტვ პირველს“, „ფორმულას“, მედია სხვა პლატფორმებს, ერთი სიტყვა თუ აქვთ ამ უპრეცედენტო ღალატზე დაცდენილი, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მათი ინიცირებითა და მხარდაჭერით დგებოდა საკითხი, რომ საქართველო უნდა ამორიცხულიყო. ანუ ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ იზოლაცია მოხდეს საქართველოსი საერთაშორისო საზოგადოებიდან და შემდეგ მოდიან და რატომ აშორებთ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს გვეკითხებიან, შენ აშორებ გიდგენენ – თვითონ იღვწიან, რომ ეს გააკეთონ, სიტყვით შენ აშორებ გეუბნებიან და თან პასუხს გთხოვენ ამაზე, როდესაც საქმით იმას აკეთებენ რა ტექსტიც გავშალეთ ჩვენ ტელეფონებში და წავიკითხეთ და ვერ დავუჯერეთ საკუთარ თვალებს. სამჯერ გადავამოწმე პიარის თანამშრომლებთან მართლა ეს ტექსტია თუ არა მეთქი, გადავამოწმე გივი მიქანაძესთან და მეოთხე გადამოწმების შემდეგ ავდექი და მოვყევი თქვენ წინაშე, ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთ რაღაცას აინიცირებდნენ, რამე ინტერპრეტაციას ხომ არ აქვს ადგილი – თქო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Exit mobile version