ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ქვეყანას რუსეთისთვის იარაღი არასდროს მიუყიდია და ამის გაკეთებას არც მომავალში აპირებენ. ეს განცხადება ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მოსკოვმა ფხენიანს მარაგების შესავსებად მიმართა, – ამის შესახებ BBC წერს.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაში გავრცელდა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირის განცხადება (რომლის ვინაობასაც მედია არ ასახელებს), რომელშიც აღნიშნულია: „ჩვენ არასდროს გაგვიტანია რუსეთში იარაღი ან საბრძოლო მასალა და მათ ექსპორტს არც ვაპირებთ“.
ამავე განცხადების თანახმად, „აშშ და სხვა მტრული ძალები ჭორებს ავრცელებენ