შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ჩინეთის სამხედრო წვრთნას იაპონიის მახლობლად, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ერთ-ერთი შემაშფოთებელი რამ, რაც მსგავს წვრთნას ან რაკეტების გაშვებას ახლავს, არის გაანგარიშების რისკი, რომელმაც შეიძლება კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს“, – აღნიშნა კირბიმ.
პეკინის მწვავე პროტესტის მიუხედავად, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სამშაბათს ტაივანს ესტუმრა, რის გამოც ჩინეთმა ტაივანის მოსაზღვრე რაიონებში მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო. როგორც „ბი-ბი-სი“ იტყობინება, მიმდინარე წვრთნის დროს ჩინეთმა 11-მდე ბალისტიკური რაკეტა გაისროლა, რომლებიც ზღვაში ჩავარდა.