,,მე, ლადო გამსახურდიას არ მაქვს უფლება რუსეთ_საქართველოს ომის მთავარსარდალი, თუნდაც დამარცხებული, არ დავიცვა რუსული ზეწოლისაგან❗
მტკიცედ ვდგავარ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის დღიდან ჩემს აზრზე.
აქვე დავამატებ, რომ პირადად მე და ჩვენი ორგანიზაცია “მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასია” არ იყო და არ არის პარტიული.
ორგანიზაციას საკუთარი სახე გააჩნია. ჩვენ ყველა აქციაზე ვდგავართ რუსეთის წინააღმდეგ და მოვითხოვთ განთავისუფლდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი❗”-წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაციის “მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასია” დამფუძნებელი ლადო გამსახურდია.