Site icon megatv.ge

ჩვენ თავს ვხრით ქართველი გმირების წინაშე, ვინც დაიღუპა უკრაინის დაცვის დროს – ანდრეი კასიანოვი

,,დღეს ჩვენ თავს ვხრით ქართველი გმირების წინაშე, იმ გმირების წინაშე, ვინც დაიღუპა უკრაინის დაცვის დროს” – აცხადებს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ანდრეი კასიანოვი, რომელმაც პუტინის ომის 28 დღე შეაფასა.

 

უკრაინელი დიპლომატი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა ქიმიური და ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რადგან სამხედრო თვალსაზრისით უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწია.

 

კასიანოვმა, ქართველი მოხალისეების წარმატებებზეც ისაუბრა და უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

 

“პუტინის სპეციალურმა, ოპერაციამ ომის პირველივე საათებში მოიცვა, მთელი უკრაინა. ეგრეთ წოდებული სპეციალური ოპერაცია, მორიგ ტყუილს წარმოადგენს. აგრესიის დაწყებიდან, 1 თვის შემდეგ, ჩვენ გვაქვს და ვაფიქსირებთ დანაშაულებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ბირთვული და ქიმიური საშიშროებას რეალური საფრთხე გვაქვს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბს შევატყობინეთ, რომ ქართველმა მოხალისეებმა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად გაანადგურეს მტრის ტექნიკის კოლონა. სამწუხაროდ, მტრის საბრძოლო მოქმედებების შედეგად არის დანაკარგები, თითოეული გმირის სიცოცხლე არის შეუფასებელი. დღეს ჩვენ თავს ვხრით ქართველი გმირების წინაშე, იმ გმირების წინაშე, ვინც დაიღუპა უკრაინის დაცვის დროს. მათ შესწირეს უკრაინას ყველაზე ძვირფასი რამ რაც გააჩნიათ, საკუთარი სიცოცხლე. ისინი ყოველთვის იცოცხლებენ ჩვენს გულებში”. – ამბობს კასიანოვი.

Exit mobile version