ბრიტნი სპირსმა
ბავშვი დაკარგა. ამის შესახებ არტისტმა „ინსტაგრამზე“ გავრცელებული, სულისშემძვრელი პოსტით განაცხადა.
„მწუხარებით გატყობინებთ, რომ ჩვენ ჩვენი ბავშვი-საოცრება დავკარგეთ, ეს მოხდა ორსულობის ადრეულ ვადაზე. ეს თითოეული მშობლისთვის გამანადგურებელი პერიოდია, იქნებ ჯობდა, ორსულობის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ გამევრცელებინა, თუმცა ჩვენ ამ ამბით საოცრად აღელვებულები ვიყავით და თქვენთვის სიხარულის გაზიარება გვეჩქარებოდა. ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ცდას, გავზარდოთ ჩვენი ოჯახი. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია სპირსის განცხადებაში.