ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია „ფიფას“ ოფიციალურ საიტთან მამობაზე, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე და სხვა საკითხებზე საუბრობს.
ხვიჩა, მამა გახდი, პირველი შვილი შეგეძინა. როგორი ემოციაა?
„ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად მამობის დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ჩემი ვაჟის დაბადებამ დიდი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველი დღე უფრო ბედნიერია და ვიმედოვნებ, ყველას ექნება ამ ბედნიერების განცდის შესაძლებლობა საკუთარ ცხოვრებაში.
უფრო მეტად მოტივირებულად ვგრძნობ თავს. უფრო მეტ მუშაობას იწყებ, რადგან იცი, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებ, შენი შვილისთვისაა. ვიცი, როცა გაიზრდება, ამ ყველაფერს ნახავს და ეს მაბედნიერებს, ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ეს ემოციები უფრო ძლიერს მხდის. ვცდილობ, მათ თავი მოედანზე მოვუყარო და ამიტომაც ვუძღვნი გატანილ გოლებს ჩემს შვილს, რომ როცა გაიზრდება, ნახოს. იმედი მაქვს, რომ ისიც ფეხბურთელი იქნება…“- ამბობს ხვიჩა.