“ერთხელ ერთ ლაივზე გაგვეთიშა მიკროფონი, ტექნიკური ხარვეზი იყო, ისე ლამაზად მოხდა ყველაფერი, ყველამ იმღერა ტექსტები, ცოტნე აღარ იყო საჭირო. ამ ბოლო დროს მატერიალურ ცხოვრებას უფრო ავყევი და ვაცდენ რეპეტიციებს, მაგრამ ბიჭებს გააქვს ჩემი ჭაპანი ჩემს ნაცვლად. “დაგდაგანი” ჩემთვის არის ცხოვრების აღმოჩენა, რომელსაც არ ვგეგმავდი ცხოვრებაში და ცხოვრების სიურპრიზი ტუზი დამეცა. ყველაზე დიდი ანტიპოდი რაც იყო,იყო ის რომ მე სტიქაროსანი ვიყავი ქუთაისში და შემდეგ აღმოვჩნდი პანკის სცენაზე. ჩემი მამაო Pink Floyd-ს უსმენდა, მეუბნებოდა- თუ უსმენ ამას მაინც მოუსმინეო. ახლა ბევრი კარგი სიმღერა დაიწერება, ცოტნეს ააქვს ისეთი მომენტი ცხოვრებაში, რომ უეჭველი დაიწერება”. – “დაგდაგანის” ბასისტი ,მათე ხურციძე
ბოდიში, თუ დაგაკელით კიდევ რაღაცა-სააკაშვილი
"თქვენ თქვენ შვილთაშვილებს მოუყვებით ძალიან სიამაყით რომ როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, როდესაც საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხე დაემუქრა, სწორედ თქვენ, ქართველმა ახალგაზრდებმა გადაარჩინეს საქართველო, მისი სახელმწიფოებრიობა და საქართველო არის თავისუფალი...