ქუთაისში, გამარჯვების მოედანზე საქართველოს ბანკს თავს. თვითმხილველების თქმით თავდამსხმელმა გაისროლა და შენობაში სავარაუდოდ მძევლები არიან.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
,,ეგრევე ჩამოიწია ნიღაბი და იყო ძალიან დიდი გასროლა. თანამშრომლებიც არიან და მოქალაქეებიც, ათი ადამიანი მაინც იქნება. შიგნით გაისროლა. ეს ბიჭი ჩემ წინ მიდიოდა. შიგნით საქართველოს ბანკში არ დამინახავს რომ ვინმე დაშავდა, არც ხმა იყო არაფერი ადამიანების, უბრალოდ იყო გასროლა. გოგონებმა დარეკეს პოლიციაში, მე არ დამირეკავს, უცებ შემეშინდა, არ ვიცოდი რა ხდებოდა, ვინც მოვასწარით გამოსვლა უცებ გამოვედით და შიგნით რჩებიან ადამიანები. ” – ყვება მოქალაქე.