დასავლეთ ევროპაში შტორმ „იუნისს“ უკვე ათი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო AFP იტყობინება.
ნიდერლანდების სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში შტორმით გამოწვეული უბედური შემთხვევების შედეგად უკვე ოთხი ადამიანია დაღუპული. ჰააგაში ეკლესიის სამრეკლოს ჩამონგრევის რისკის გამო რამდენიმე ათეული სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
გერმანიაში გარდაიცვალა კაცი, რომლის ავტომობილსაც ხე დაეცა. შტორმის კიდევ ერთი მსხვერპლი 60 წლის ირლანდიელი კაცია, თუმცა მისი გარდაცვალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
მანამდე მედია დიდ ბრიტანეთში 3 და ბელგიაში 1 ადამიანის გარდაცვალების შესახებ იუწყებოდა.