შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაბათის ფორმულასთან 3-წლიანი დავა წააგო. საქმე ეხებოდა სიუჟეტების ციკლს, რომელიც პოლიციას პროსტიტუციის ბიზნესში მონაწილეობაში ამხელდა. კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ კომენდანტის საათის დროს პოლიცია გოგოებს გამოძახებით ესკორტად ემსახურებოდა.
სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ შსს-მ შაბათის ფორმულას პოლიციელის, გ.ღ-ს სახელით სასამართლოში უჩივლა. სასამართლოში დაიბარეს შაბათის ფორმულას ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი, რომელმაც სასამართლოს საქმის გარშემო დეტალური ჩვენება მისცა, მათ შორის აუღწერა სიუჟეტის გაკეთების პროცესიც.
განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სოსო ღურწკაიამ გამოიატანა, რომელმაც საქმის 3-წლიანი განხილვის შემდეგ შაბათის ფორმულა გაამართლა.