რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს.
„მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ყველა საომარი მოქმედებები, ომი, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღა და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა.
„ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა. დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
სიტყვით გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი ანექსირებული ტერიტორიების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.