? თამარ ბაჩალიაშვილი დღეს 25 წლის გახდებოდა
? “დე, ჩემო პირმშოვ და პირველო სიხარულო გილოცავ იმიერში 25 წლის იუბილეს, ჩემო ამ წუთისოფლის ამაოებით შეპყრობილების ზვარაკად შეწირულო კრავო,იმიტომ ვარ ცოცხალი და გაჭედილი ცასა და მიწას შორის ,რომ მოვესწრო უფლის სამართალს ურმით მოსიარულეს.მადლობა უფალს შენი დედობა რომ მარგუნა. მიყვარხარ მარად. შეხვედრამდის” | წერს თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში
? ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო.