ევროკომისია რეკომენდაციით გამოდის, უნგრეთისთვის 13 მილიარდი ევროს დაფინანსების გაცემა შეჩერდეს, რადგან ვიქტორ ორბანის მთავრობამ ვერ შეძლო ფართო რეფორმების განხორციელება.
კერძოდ, საუბარია შემდეგ თანხებზე: 5.8 მილიარდი ევრო პოსტპანდემიური აღდგენის გეგმიდან და
7.5 მილიარდი ევრო ევროკავშირის ბიუჯეტიდან.
ევროკომისიაში განაცხადეს, რომ უნგრეთისთვის პოსტპანდემიური აღდგენის გეგმა დაამტკიცეს, თუმცა თანხა არ გაიცემა მანამ, სანამ ბუდაპეშტი სრულად და სწორად არ განახორციელებს სასამართლო რეფორმის 27 ეტაპს.
„არავითარი თანხები არ იქნება, ვიდრე სათანადოდ არ იქნება განხორციელებული აუცილებელი ეტაპები“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა.