,,ხელისუფლება ვალდებულია შექმნას ყველა ის სტანდარტული პირობა, რომ არასამართლებრივი მიზნით მსჯავრდებული პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლებას არ შეექმნას საფრთხე.
ვწუხვარ, რომ პატიმართან მედიკოსების ვიზიტი არის ხელმიუწვდომელი, რაც პირდაპირ მიანიშნებს სისტემის მცდელობას, ამ გზით მოახერხონ ოპონენტის ველიდან ჩამოშორება.
და რაც მთავარია, ჩვენს მიერ დაანსონსებული სახალხო მოძრაობა ! მინდა მადლობა გითხრათ მაღალი ინტერესისთვის, განსაკუთრებული მადლობა ემიგრაციას, რომელიც ტრადიციულად არ წყვეტს ფიქრს და ქმედებებს სამშობლოს დასაცავად !
უკვე საკმაოდ ბევრნი ვართ, ჩვენ გვერდით რიგებს იკავებს ღირსეული ადამიანები, მათ შორის პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან კარიერულ საქმესთან ერთად დაკავდნენ ისტორიული მისიით !
მადლობა ღირსეულ, საკუთარი აზრის მქონე, თავისუფალ ახალგაზრდობას.
მაისიდან სახალხო მოძრაობის სადამფუძნებლო ჯგუფი მოვივლით სრულიად საქართველოს, ყველგან მივალთ, სადაც თუნდაც 1 მოქალქე ცხოვრობს, ერის მაკონსოლიდირებელი, სახელმწიფოებრივი იდეით !









