Site icon megatv.ge

“ყველა საჯარო სკოლაში სწავლა დაიწყო”-რა ვითარებაა ხონში

იმერეთის მუნიციპალიტეტებში, გარდა ქუთაისისა და ზესტაფონისა, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა ხონში. მუნიციპალიტეტის საგანამანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ჯულიეტა ქობალიას თქმით სწავლა ყოველგვარი შეფერხების გარეშე , რეკომენდაციების სრული დაცვით დაიწყო. გვაქვს 70% დასწრება-აღნიშნა ქობალიამ.

დიდ ქალაქებში კი მათ შორის ქუთაისში სწავლა კვლავ დისტანციურად დაიწყო.განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად, დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქაც სასწავლო პროცესი ასევე დისტანციურ ფორმატში განახლდა. დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით კი, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები მობილური ინტერნეტის შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ. ინტერნეტპროვაიდერები მათ 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დღეიდან განახლდა „ტელესკოლის” გაკვეთილებიც.

Exit mobile version