ქუთაისში 200 გამოკვლეულიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ცხელების სიმპტომით მოთავსებულ პაციენტებს და გეგმურად მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდა. შედეგად, „კოვიდ 19“ არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.
განახლებული ვალუტის კურსი 13 მარტისთვის
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021...










