ქუთაისში, მონპლეზირის თაღთან კედლის მხატვრობის აღდგენა დაიწყო.
კედელი თითქმის ერთი წლის წინ დააზიანეს.
ფაქტიდან რამდენიმე დღეში ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ რომ ვანდალიზმი უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ ჩაიდინა.
ადგილობრივები თვეების განმავლობაში ყველასთვის საყვარელი და ტურისტებისთვის გამორჩეული ნახატის აღდგენას ითხოვდნენ.