ქუთაისში, მერიის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას, საინფორმაციო სააგენტო “Topnews.com.ge”ავრცელებს
“BMW”-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, ხოლო შემდეგ ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში მსხდომმა ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა ტერიტორია და ავტომობილი დატოვა.
წყარო : “Topnews.com.ge”