ქუთაისში დაპირისპირება გრძელდება

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე დაპირისპირება მოხდა.  “ქართული ოცნების” მხარდამჭერები პარტია “თავისუფალი საქართველოს” ოფისში შესვლას ცდილობდნენ. მმართველი გუნდის აქტივისტები „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეკრებას აპროტესტებენ. მათი თქმით, არ დაუშვებენ ოპოზიციონერი ლიდერების შეკრებას და „ქუთაისის დაჩოქებას“. ოფისში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე ადგილობრივ ლიდერებთან ერთად იმყოფება. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.