Site icon megatv.ge

ქუთაისში ახალი ავტობუსები სექტემბერში ჩამოვა – ნინო თვალთვაძე

“ჩვენ ვვარაუდობთ რომ, დაახლოებით სექტემბრის თვიდან უკვე შევძლებთ ქალაქში იყოს, ჩამოვიდეს სატრანსპორტო საშუალებები.” – ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ “მეგა ტვ”-ს პირდაპირ ეთერში, მთავარის სპეციალურ გამოშვებაში დისტანციურად სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით ამ დროისათვსი დეპოს მშენებლობაც დასრულებული იქნება.

“ჩვენი პროექტი ეხება მხოლოდ ავტობუსებს. ამ ეტაპზე ვსაუბრობთ ავტობუსების შემოყვანაზე და იქ შესაბამისად შეიქმნა მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია, რომელიც გაუწევს ავტობუსების ქსელს ოპერირებას და ჩვენ, ვთვლით რომ, ეს იქნება მნიშვნელოვანი გარდატეხა ჩვენი ქალაქის ისტორიაში. ნადვილად ვიცი რა მდგომარეობაშია ქალაქის ტრანსპორტი და რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქში იყოს ახალი, თანამედროვე, უსაფრთხო და ეკოლოგიურად გაცილებით უფრო ჯანსაღი ტრანსპორტი, ვიდრე დღეს მოძრაობს ქალაქში.

ჩვენ ვვარაუდობთ რომ, დაახლოებით სექტემბრის თვიდან უკვე შევძლებთ ქალაქში იყოს, ჩამოვიდეს სატრანსპორტო საშუალებები. სამწუხაროდ ეს პროცესიც პანდემიიდან გამომდინარე გარკვეულწილად შეფერხდა, იმიტომ რომ ავტობუსების შეძენა ხდება საზღვარგარეთ და უნდა მოხდეს მათი ტრანსპორტიერბა. ჩვენზე რაც იყო ქალაქის მუნიციპალიტეტზე, მოგეხსენებათ ქალაქი აშენებს  დეპოს, სადაც უნდა მოხდეს ამ ავტობუსების განთავსება და სადაც იფუნქციონირებს მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია. ეს სამუშაოები უკვე დაწყებულია და იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ მივიღებთ ავტობუსებს, დეპოც მზად იქნება. ყველანაირი მზადება მიმდინარეობს თვითონ სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, მათ შორის IBRD-თან აქტიური კომუნიკაციით, რომელიც არის ამ პროექტის დამფინანსებელი.” – განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ “მეგა ტვ”-ს პირდაპირ ეთერში, მთავარის სპეციალურ გამოშვებაში დისტანციურად სტუმრობისას.

“სულს მოვითქვამთ” – 2020 წლიდან ქუთაისს ახალი ავტობუსები შეემატება

Exit mobile version