ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ასწლოვან ნაძვებს ჭრიან, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს.
ადგილობრივებმა ხეებია ჭრის შესაჩერებლად სამართალდამცველები გამოიძახეს
ასათიანი ქუჩაზე იმყოფებოდა ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გიგა შუშანია, რომლის თქმითაც, ხეებს მერიის თანამშრომელი ჭრის.
“ერთი ხის მოჭრა მოასწრეს, თუმცა საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის შემდეგ, იძულებული გახდნენ და გაიპარნენ. კიდევ 6 ხის მოჭრას აპირებენ, სავარაუდოდ, პროცესი გაგრძელდება, რადგან ხეების მოჭრით მერიის თანამშრომელია დაინტერესებული. მერიაში კი ამბობენ, რომ კერძო საკუთრებაში ნებართვა არ არის საჭირო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების გულგრილობით ასწლოვან ხეებს ანადგურებენ”, – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.