Site icon megatv.ge

“ქუ­თა­ი­სუ­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის” ლი­დე­რი, რომელიც სას­ტი­კი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და

ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, ტა­რი­ელ ონი­ა­ნი რუ­სეთ­მა ეს­პა­ნეთს გა­დას­ცა. Gazeta.ru ცნო­ბით, სხვა­დას­ხვა სა­ხის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის “კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის” წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე ეს­პა­ნეთ­ში ჯერ კი­დევ 14 წლის წინ აღიძ­რა. ეს­პა­ნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რა ტა­რი­ელ ონი­ა­ნის 8 წლი­თა და 6 თვით და­პა­ტიმ­რე­ბას ითხოვს და მას 50 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მის გა­დახ­დას აკის­რებს.

“67 წლის ქარ­თველ­მა ე.წ. კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა ზედ­მეტ­სა­ხე­ლით “ტარო”, რო­მე­ლიც “ქუ­თა­ი­სუ­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის” ლი­დე­რია, რუ­სე­თი 23 ოქ­ტომ­ბერს ეს­პა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თან­ხლე­ბით, შე­რე­მე­ტე­ვოს აე­რო­პორ­ტი­დან და­ტო­ვა. წელს ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მის N6 კო­ლო­ნი­ი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, რო­მე­ლიც “შავი დელ­ფი­ნის” სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. ონი­ან­მა იქ თით­ქმის 10 წელი გა­ა­ტა­რა, შემ­დეგ კი რუს­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს­პა­ნე­თის­თვის მისი გა­და­ცე­მა გა­და­წყვი­ტა”, – წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია რუ­სე­თის შსს-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ირი­ნა ვოლკ­მა და­ა­დას­ტუ­რა.

“ეს­პა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მას ეს­პა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­კუ­თარ კლან­თან ერ­თად ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის­თვის ეძებ­დნენ, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბის ბრალ­დე­ბით, ტა­რი­ელ ონი­ანს ინ­ტერ­პო­ლიც ეძებ­და. მას რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა ჩვენ­მა ძა­ლო­ვან­მა უწყე­ბებ­მა, კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად იმ­სჯე­ლეს და მას მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­უ­წყვი­ტეს”, – აცხა­დებს ვოლ­კი.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ტა­რო­ზე” ძებ­ნა ჯერ კი­დევ 2005 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რად­გან ის რუ­სეთ­სა და ეს­პა­ნეთ­ში უამ­რავ კრი­მი­ნა­ლურ ქმე­დე­ბა­შია მხი­ლე­ბუ­ლი, მათ შო­რის უკა­ნო­ნო ბიზ­ნე­სებ­სა და “ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ში”. ეს­პა­ნუ­რი მე­დია წერ­და, რომ ის ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში გა­მო­ძალ­ვი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ თან­ხებს სამ­შე­ნებ­ლო და სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ში აბან­დებ­და.

მისი და­კა­ვე­ბა ეს­პა­ნელ­მა ძა­ლოვ­ნებ­მა 2005 წელს სცა­დეს, მა­შინ რუ­სუ­ლი მა­ფი­ის ათე­უ­ლო­ბით წევ­რი აიყ­ვა­ნეს. ტა­რი­ელ ონი­ა­ნი ერ­თა­დერ­თი იყო, ვინც გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა და რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და. 2006 წლის აპ­რილ­ში მან უკა­ნო­ნოდ მი­ი­ღო რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და.

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, “2009 წელს ონი­ა­ნი, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­დან ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბას გეგ­მავ­და და ახორ­ცი­ე­ლებ­და. ერთ-ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვი­სას, მათ ორი დღე-ღამე ტყვედ ჰყავ­დათ მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც 250 ათა­სი დო­ლა­რის გა­დახ­დას თხოვ­დნენ. თან­ხის გა­დახ­დის შემ­დეგ, ის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს”.

2009 წლის 11 ივ­ნისს ონი­ა­ნი და მისი დაც­ვა რუს­მა ძა­ლოვ­ნებ­მა, მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში და­ა­კა­ვეს და 10-წლი­ა­ნი მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნია მი­უ­სა­ჯეს.

ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბით, “ის თა­ნა­მო­საკ­ნე­ე­ბის მი­მართ სას­ტი­კი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. კო­ლო­ნი­ა­ში მუდ­მი­ვად ამ­ბო­ხის ატეხ­ვას ცდი­ლობ­და და არას­დროს მო­ნა­წი­ლე­ობ­და კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. ასე­ვე უარს აცხა­დებ­და თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამას­თან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას უხე­შად, არა­კო­რექ­ტუ­ლად და უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ მი­მარ­თავ­და”, – ჰყვე­ბა “РИА Новости-სთან” სა­უ­ბარ­ში კო­ლო­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

თუმ­ცა, უარ­ყო­ფი­თი და­ხა­სი­ა­თე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ად­ვო­კა­ტებ­მა მის­თვის სას­ჯე­ლის შემ­ცი­რე­ბა შეძ­ლეს. 2019 წლის 9 აპ­რილს მან სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღეს­ვე ის ისევ და­ა­კა­ვეს და 40 დღით და­ა­პა­ტიმ­რეს. სა­სა­მარ­თლო­ზე გა­ირ­კვა, რომ ეს­პა­ნეთ­ში მის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, მისი ექ­სტრა­და­ცი­ის სა­კი­თხი უნდა დამ­დგა­რი­ყო, თუმ­ცა ამ თე­მის გარ­შე­მო სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბო­და.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, რუ­სე­თი მის ექ­სტრა­და­ცი­ას მხო­ლოდ იმი­ტომ ახორ­ცი­ე­ლებს, რომ ონი­ა­ნი ინ­ტერ­პო­ლით იძებ­ნე­ბო­და.

“ეს­პა­ნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რას ონი­ა­ნის გა­და­ცე­მის სა­კი­თხში ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს მხო­ლოდ ის აძ­ლევ­და, რომ ონი­ა­ნის და­კა­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­დე­რი ინ­ტერ­პო­ლის მი­ე­რაა გა­ცე­მუ­ლი. ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თი ეს­პა­ნეთს ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებს, პრაქ­ტი­კუ­ლად, არას­დროს გა­დას­ცემს”, – წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ონი­ანს არც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქო­ბა აქვს და კო­ლო­ნი­ი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ თურ­ქეთ­ში გამ­გზავ­რე­ბას გეგ­მავ­და, თუმ­ცა, რა­ტომ ვერ შეძ­ლო ეს, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.

“ტა­რი­ელ ონი­ა­ნი ტყი­ბულ­ში და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი მე­შახ­ტე იყო და შახ­ტის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. ონი­ან­მა პირ­ვე­ლი სას­ჯე­ლი 17 წლის ასაკ­ში მო­ი­ხა­და. მას შემ­დეგ 8 კო­ლო­ნი­ა­ში მო­უ­წია პა­ტიმ­რო­ბამ. “მის მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში 500 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი და 50 ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი”, – წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

 

AMBEBI.GE

Exit mobile version