Site icon megatv.ge

ქუთაისის “ტორპედო”-ს კვლავ  კახა ჩხეტიანი გაწვრთნის

ქუთაისის “ტორპედო”-ს კვლავ  კახა ჩხეტიანი გაწვრთნის.
ამის შესახებ განცხადებას კლუბი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
თემასთან დაკავშირებით
” დღეს, 19:00 „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე, პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც კლუბსა და ახალ მთავარ მწვრთნელს შორის თანამშრომლობას, ხელი ოფიციალურად მოეწერება.
წარმოშობით ქუთაისელი კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი 2-ჯერ იყო. პირველად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით, 2017 წელს გუნდმა, ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. მომდევნო წლებში კი „ტორპედომ“ საქართველოს თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო. მისი თავკაცობით ქუთაისელებმა პირველად ითამაშეს ევროპალიგის პლეი-ოფში. მეორედ, კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ 2021 წლის ივნისიდან ნოემბრამდე წვრთნიდა.
დაინტერესებულ მედიასაშუალებებს და გულშემატკივრებს, შეგიძლიათ მობრძანდეთ, დასწრება თავისუფალია.”-ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Exit mobile version