აშშ-ში, ფლორიდის შტატში ქარიშხალ „იანს“ უკვე 42 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით CNN-ი იტყობინება.
მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის „იანი“ პოსტ-ტროპიკული ციკლონის დონემდე შესუსტდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
ადამიანური მსხვერპლისა და ასობით სახლის დაზიანების გარდა „იანმა“ ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ბოლო მონაცემებით, ელექტროენერგიის გარეშეა 500 000-ზე მეტი მომხმარებელი ფლორიდაში, 147 000 – სამხრეთ კაროლინაში, 285 000 ჩრდილოეთ კაროლინაში და 58 000 ვირჯინიაში.
30 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქარიშხალ „იანის“ მოახლოების გამო სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა