LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს

დაპოსტა 2025/12/01-ში
45
ნახვა
გაზიარება

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. პარტიის განცხადებით, BBC-იმ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მძიმე ბრალდებები გაავრცელა, რომელიც დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„დღეს დილით, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც არაერთი აბსურდული, ცრუ ინფორმაციის გარდა არის ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ თითქოს კანონსაწინააღმდეგო აქციების დროს შს სამინისტრომ მოძალადე მომიტინგეების წინააღმდეგ „ქიმიური ნივთიერება“ გამოიყენა. ცხადია, „დიპ სტეიტის“ პროპაგანდისტულ იარაღად ქცეულ ე.წ. მედიას მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილი. უფრო მეტიც, ყველა ვარაუდი აგებული აქვს კონკრეტული პირების მოსაზრებებზე, მათ შორისაა, ექიმი ჩახუნაშვილი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, ხოლო მისი ოჯახის წევრი, მამა, გიორგი ჩახუნაშვილი პირადად მონაწილეობდა 4 ოქტომბრის „ხელისუფლების დამხობის“ პროცესში და ფიზიკურად შეიჭრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში.

გარდა ამისა, სტატიაში ძირითადად საუბრობენ დაინტერესებული პირები, გიგაური, ბრალდებული ხასაია, ბრალდებული შაიშმელაშვილი, მსჯავრდებული ბაჩიაშვილი და სხვა მსგავსი პირები. „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურს სტატიის გამოქვეყნებამდე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა „გამომძიებელ ჟურნალისტთან“. აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე, რომელიც BBC-მ მოგვაწოდა, მოვამზადეთ სრულყოფილი პასუხები და პუნქტობრივად, დეტალურად დავაკმაყოფილეთ ბრიტანული მედიის ინტერესი. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნული მედია არაერთ სკანდალში გაეხვა, არაერთხელ დაუდასტურდა სიცრუის გავრცელება და ამის გამო მაუწყებელზე ტოპ მენეჯმენტიც კი შეიცვალა, ჩვენი პასუხის დასაწყისში დავაყენეთ მხოლოდ ორი პირობა – სრულად გაეშუქებინა ჩვენი პოზიცია, შევთავაზეთ ჩვენ მიერ გაგზავნილი თითოეული სიტყვის მტკიცებულების მიწოდება, პარალელურად კი მოვითხოვეთ, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით, ყველა მსჯელობა, რაც სტატიაში იქნებოდა წარმოდგენილი, დაფუძნებული ყოფილიყო მხოლოდ მტკიცებულებებზე.

სანაცვლოდ მივიღეთ სიცრუის კორიანტელი, მძიმე ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და ცხადია, არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ რამდენიმე კვირის წინ BBC სკანდალში გაეხვა, როდესაც ეგრეთ წოდებულმა მედიამ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უხეშად დამონტაჟებული ინტერვიუ გაავრცელა, სადაც შეცვლილი იყო საუბრის კონტექსტი და შინაარსი. ამ მანიპულაციის გამო მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობები დატოვეს, თუმცა ეს უფრო ჰგავდა აშშ-ის პრეზიდენტისთვის კოჭის გაგორებას, ვიდრე შეცდომაზე პასუხისმგებლობის აღებას. BBC-ს რომ ბინძური დაკვეთების შესრულებასა და სიცრუის გავრცელებაზე არანაირი მორალური თუ პროფესიული დაბრკოლება არ აქვს – ეს დღეს გამოქვეყნებული სტატიიდანაც კარგად ჩანს, ხოლო მათი მენეჯმენტის ცვლილება გვაგონებს ბრიტანეთში ბოლო წლებში რამდენიმე პრემიერ-მინისტრის ცვლილებას, რასაც ამ ქვეყანაში არათუ ძირეული, ფასადური ცვლილებაც კი არ მოჰყოლია და შედეგად „დიპ სტეიტის“ მართული ერთი მთავრობა მეორემ ჩაანაცვლა.

იმის გამო, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა მედიამ, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული, საჯაროდ გაავრცელა ცრუ ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ბრალდებების დასამტკიცებლად თუნდაც ერთი მტკიცებულებაც კი არ მოიყვანა სტატიაში, იმის გამო, რომ ტყუილებზე აგებული ეგრეთ წოდებული „ჟურნალისტური გამოძიება“ ძირითადად კრიმინალების მონათხრობზეა აგებული და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, იმის გამო, რომ BBC-მ ყველა კითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხები და სტატიაში დასაბუთებული პასუხების 1%-იც კი არ გამოაქვეყნა, იმის გამო, რომ ეს ბინძური პროპაგანდისტული მასალა არის მცდელობა, ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია – საქართველოს სახელმწიფოებრიობას – მივიღეთ გადაწყვეტილება, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში. გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დეკემბერი 2, 2025
47
მთავარი

ვერძი დღევანდელი დღე დაგაფიქრებთ პირად საკითხებსა და მომავალ პერსპექტივებზე, სტაბილურ ცხოვრებაზე. გაეცით, რათა მიიღოთ. კურო იყავით დაკვირვებული და მოზომილი, რათა არ აღმოჩნდეთ დაუგეგმავ, უსიამოვნო სიტუაციებში. ტყუპები ისიამოვნეთ, დატკბით რეალობით. სათანადო...

დაწვრილებითDetails

მესამე ღამის გათევა მოუწევთ დედებს წვიმაში და სიცივეში- სალომე სიმონია

დეკემბერი 1, 2025
165
მთავარი

ასეთი სევდიანი სახით შეხვდნენ ღამენათევი ბალდელი ქალები მარტვილის მერის, გიორგი ნაჭყებიას უარს - რომელმაც ღია ცის ქვეშ მყოფ, ყველასგან უყურადღებოდ დატოვებულ დედებს და ბებიებს შეხვედრაზე უარი უთხრა, პასუხის ღირსად არ...

დაწვრილებითDetails

BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო – სუს

დეკემბერი 1, 2025
83
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და...

დაწვრილებითDetails

“ელისაშვილის საქმე ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ „ჭამს“” – სააკაშვილი

დეკემბერი 1, 2025
83
მთავარი

კადრები ვნახე და რა ვქნა, ძალიან ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ „ჭამს“. ისევე როგორც, უკვე აღარ ყლაპავს 4 ოქტომბრის ღობის გადატრიალებას, -...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

დეკემბერი 1, 2025
167
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის და სხვისი ნივთის განადგურების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით,...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან გამყარდა – განახლებული კურსი

დეკემბერი 1, 2025
67
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7020 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7029 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...

დაწვრილებითDetails

ვინ უნდა იყოს ფრთხილად დეკემბერში

დეკემბერი 1, 2025
134
მთავარი

დეკემბერი ბევრ ნიშანს წარმატებასა და პოზიტიურ გარდაქმნებს პირდება, თუმცა ასტროლოგების თქმით, სამი ზოდიაქო განსაკუთრებით ფრთხილად უნდა შეხვდეს თვეს. ეს არ ნიშნავს უიღბლობას — უბრალოდ საჭიროა მეტი სიფრთხილე გადაწყვეტილებებში, ურთიერთობებსა და...

დაწვრილებითDetails

დეკემბრის იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დეკემბერი 1, 2025
209
მთავარი

ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, დეკემბერი ენერგეტიკულად აქტიური თვეა, სადაც რამდენიმე განსაკუთრებული დღე სხვადასხვა ნიშნებისთვის წარმატებას, მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას და დადებით შეჯახებებს მოიტანს. ქვემოთ წარმოდგენილია თვეში ის თარიღები, როდესაც ზოდიაქოს ნიშნებს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 3 კვირიანი ძებნის შედეგ ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

დეკემბერი 1, 2025
1.5k
მთავარი

ქუ­თა­ის­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს ქალი, რო­მელ­საც 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. "ინფო იმე­რე­თის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 32 წლის ქალს და­ახ­ლო­ე­ბით 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ნივ­თე­ბი ბო­ლოს გუ­მა­თ­ჰე­სის წყალ­სა­ცავ­თან იპო­ვეს. მაშ­ვე­ლე­ბი სამ­ძებ­რო...

დაწვრილებითDetails

„კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის – Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს

დეკემბერი 1, 2025
64
მთავარი

„კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს ევროპაში წამყვანი სამედიცინო, ველნეს და სპა-ოპერატორი Ensana ქართულ ბაზარზე შემოდის და საირმეში იწყებს ოპერირებას. Ensana 2026 წლიდან...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».