ცენტრალურ ქაბულში გასართობ ცენტრებში მხოლოდ ბავშვები და მამაკაცები დაიშვებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„თალიბანის“ მმართველობამ გადაწყვიტა, რომ დედაქალქ ქაბულში დედებს ბავშვებთან ერთად გასართობ პარკებში შესვლა აეკრძალათ.
ქალებს გასართობ პარკებთან ყველაზე ახლოს მისვლა იქვე განთავსებულ რესტორანში შეუძლიათ. მათ ასევე აეკრძალათ დედაქალაქში არსებული საცურაო აუზებსა და სპორტ-დარბაზებში ვიზიტი.
არსებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ეს შეზღუდვები მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდეს.